|
2020-01-17 14:41:38, 2219 ნახვა
სამართალი
DRI: გენპროკურორად შოთაძის შერჩევა იქნება უარი დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და დეპოლიტიზირებული პროკურატურის იდეაზე
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საპროკურორო საბჭოსათვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება. ორგანიზაციის შეფასებით, გენპროკურორად შოთაძის შერჩევა იქნება ხელისუფლების უარი დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და დეპოლიტიზირებული პროკურატურის შექმნაზე. „ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტმა 2015 წელს აირჩია. შოთაძემ თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს დატოვა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ფონზე. ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში დღის წესრიგიდან არ მოხსნილა ის საკითხები, რაც პროკურატურის სავარაუდო პოლიტიზაციას და მისი როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სახელმწიფო ინსტიტუტის არსებობას უკავშირდებოდა. უფრო მეტიც, მისი მთავარი პროკურორობის პერიოდს უკავშირდება საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებების გაჭიანურება , არასწორი მიმართულებით წარმართვა და კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე მაღალჩინოსან პირთა შესაძლო მფარველობა. გარდა ამისა, დღევანდელ დღემდე პასუხგაუცემელია კითხვები დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიების საქმეში პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირთა, მათ შორის, თავად ირაკლი შოთაძის როლთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების მხრიდან დამაჯერებელი პასუხები არ გაცემულა ირაკლი შოთაძის მონაწილეობას პოლიტიკურ და ბიზნეს სუბიექტებს შორის არაფორმალურ მოლაპარაკებებში, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ გუნდს მიაჩნია, რომ შოთაძე მთავარი პროკურორის რანგში ვერ უზრუნველყოფს პროკურატურის საქმიანობაში კანონმდებლობით გათვალისწინებული მიუკერძოვებლობის, ობიექტურობის და პოლიტიკურ ნეიტრალიტეტის პრინციპების დაცვას. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს, უარი თქვას გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევაზე“, - ნათქვამია DRI-ს განცხადებაში.
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)