2020-01-15 10:59:20, 1807 ნახვა
სამართალი
შსს-მ ანრი ოხანაშვილის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე 1 პირი დააკავა
ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილზე ერთ-ერთმა მოქალაქემ მუქარა განახორციელა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ანრი ოხანაშვილსა და სხვა სტუმარს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ მუქარას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,