|
2020-01-14 15:06:13, 1703 ნახვა
სამართალი
ევროპულმა სასამართლომ ტრანსგენდერი მამაკაცის გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნიკოლო ღვინიაშვილის გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. კერძოდ, სასამართლომ საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ნიკოლო ღვინიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა. საია-ს ცნობით, მომჩივანი, ნიკოლო ღვინიაშვილი არის ტრანსგენდერი მამაკაცი, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად აიდენტიფიცირებს. მიუხედავად აღნიშნულისა, სახელმწიფო ორგანოებმა მას უარი უთხრეს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ჩაწერაზე იმ მიზეზით, რომ მას არ ჰქონდა წარდგენილი ანატომიური სქესის შეცვლის დამადასტურებელი საბუთი. "საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ასახვაზე ეროვნული ორგანოების უარი ნიკოლო ღვინიაშვილმა საიას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის დახმარებით (EHRAC) ევროპულ სასამართლოში 2019 წლის 18 ოქტომბერს გაასაჩივრა. წარდგენილ საჩივარში მომჩივანი დავობდა, რომ საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის მიუხედავად, ეროვნული ორგანოები სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას მოიაზრებენ, რაც მომჩივნის პირადი ცხოვრების პატივისცემის (კონვენციის მე-8 მუხლი) და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის (კონვენციის მე-3 მუხლი) უფლებას არღვევდა და ამავდროულად მსგავსი მოპყრობა მას არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა სხვა ჯგუფებთან მიმართებით კონვენციის მე-14 მუხლის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ. ევროპულმა სასამართლომ საჩივარში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები საქართველოს. სასამართლოს მიერ დასმული კითხვების თანახმად, სახელმწიფომ სასამართლოს წინაშე უნდა წარადგინოს მისი პოზიცია იმ საკითხზე, დაირღვა თუ არა გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე სახელმწიფოს უარით ნიკოლო ღვინიაშვილის მიერ საჩივარში მოხმობილი უფლებები. ამასთან, სახელმწიფომ პასუხი უნდა გასცეს, კონკრეტულად რომელ სამედიცინო პროცედურებს და სამართლებრივ რეგულაციებს ეფუძნებოდა მომჩივნისთვის ბიოლოგიური სქესის ცვლილების გარეშე გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე ეროვნული ორგანოების უარი. დამატებით, სახელმწიფოს მოუწევს, უპასუხოს, რამდენად უთანაბრდება ბიოლოგიური სქესის შეცვლის მოთხოვნა „გარეგნობის შეუქცევადი ცვლილების“ მოთხოვნას, რასთან მიმართებითაც, სასამართლომ 2017 წელს საფრანგეთის წინააღმდეგ საქმეზე (A.P., GARÇON AND NICOT v. FRANCE) დარღვევა უკვე დაადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი პრაქტიკის თანახმად, მხარეებს 2020 წლის 4 მარტამდე მიეცათ 12 კვირიანი ვადა მეგობრული მორიგების პირობებზე შესათანხმებლად. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგება, მთავრობა დამატებით 12 კვირიან ვადაში წარადგენს თავის მოსაზრებებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
ფოტო: რადიო თავისუფლება
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)