02:16 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-14 12:38:09, 1531 ნახვა

სამართალი
გლდანში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

თბილისში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. დამნაშავეების დაახლოებით 13 კაციანი ჯგუფი გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „გრანდ ელექტორონიქსში“ შეიჭრა.

მაღაზიის მენეჯერის, ნინო ცისკარიშვილის ინფორმაციით ეს „გრანდ ელექტრონიქსზე“ თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის.

„მოხდა ქურდობის ფაქტი მაღაზია „გრანდ ელექტრონიქსში“. გამთენიისას დაახლოებით 13-მდე არასრულწლოვანი შემოიჭრა. ეს „გრანდ ელექტრონიქსისთვის“ არ არის პირველი შემთხვევა. დაახლოებით 23-მდე მობილური არის წაღებული. საპატრულო პოლიცია მობილიზებულად იყო გამოძახებული და მიმდნიარეობს გამოძიება“,- განაცხადა ნინო ცისკარიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics