|
2020-01-09 17:40:42, 2785 ნახვა
სამართალი
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს
„მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილების გამო, ჩვენ აღარ გვრჩება სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს მივმართოთ“,- ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კონსორციუმის მიმართ მთავრობის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ხელისუფლების უმოქმედობის შედეგად დაზიანდა. „დღეს მთავრობამ, სამწუხაროდ, კიდევ ერთი უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო ჩვენი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. იყო ბრალდებები, თითქოსდა ჩვენ ვერ შევასრულეთ ვალდებულებები, ესეც უსაფუძვლოდ მიმაჩნია და პირდაპირ გეტყვით რომ ვერ მივიღებ ამ ბრალდებებს. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ ამ პროექტის განვითარებაში. ძალიან ცოტა იყო დარჩენილი იმისათვის, რომ შეთანხმება შემდგარიყო და პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო. მთავრობისგან ძალიან მცირედი დათმობა იყო საჭირო, მაგრამ მთავრობამ არ მოისურვა კონსორციუმთან საუბარში შემოსვლაც კი. მთავრობის ამ უმოქმედობით დაზიანდა პროექტი. 2019 წლის პერიოდში, ჩვენ ამ შექმნილი გარემოებების მიუხედავად შევძელით დაგვეინტერესებინა არაერთი ინვესტორი. დღესაც არიან დაინტერესებული ინვესტორები, რომლებიც ითხოვდნენ სულ მცირე რამეს, რომ მთავრობისგან შექმნილიყო კომფორტი მათი განსახორციელებელი ინვესტიციის თაობაზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმში, ესეც კი ვერ მოხერხდა მთავრობის მხრიდან. ზოგ შემთხვევაში პირდაპირი შეჩერების ნაბიჯი იყო გადადგმული, რომ კონკრეტული ინვესტორები პროექტში არ შემოსულიყვნენ. 2019 წელს იმ ბრალდებებმა, რაც ჩვენი სპონსორების მიმართ იყო განხორციელებული, რა თქმა უნდა ძალიან დააზიანა პროექტი და ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააგდო პროცესი, როგორც ივესტორების მოძიების, ისე თუნდაც ბანკებთან ურთიერთობები და მათთან მოლაპარაკებების მხრივაც. ამ ვითარებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენმა ინვესტორებმა და კონსორციუმმა 75 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა უკვე ამ პროექტში, დღევანდელი მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ აღარ გვრჩება სხვა გამოსავალი, არათუ მივმართოთ საარბიტრაჟო სასამართლოს. არის კონკრეტული იურიდიული პროცესები, რომლებიც გასავლელი არის და რომლის დასრულებისთანავე მივმართავთ საარბიტრაჟო სასამართლოს. სამწუხაროდ ის ფაქტი , რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელებასაც შეუძლია შეიტანოს ეკონომიკური გარდატეხა ჩვენი ქვეყნისთვის განვითარებაში, ასეთი პროექტისთვის არ იქნა გაკეთებული ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, არ იქნა გადადგმული ის მცირედი ნაბიჯებიც კი, და განხილული ის დათმობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში ეს პროექტი განხორციელდებოდა“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა. შეგახსენებთ, რომ მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის მიზეზად დასახელდა ის, რომ „კონსორციუმმა ვერ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების რეალური სამოქმედო გეგმა ვერ წარმოადგინა“.
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)