2019-12-16 21:43:18, 2110 ნახვა
სამართალი
მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე პოლიციის უფროსს და მოადგილეს უფლებამოსილება შეუჩერდათ
თბილისის "მწვანე სკოლაში" მომხდარ ფაქტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, შეუჩერდათ უფლებამოსილება. - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
საგამოძიებო ღონისძიებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ატარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები. სამინისტრო ინსპექტორის სამსახურთან პროაქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,