2019-12-06 17:30:22, 1916 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში მივიდა
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში მივიდა.
მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ჩვენებას მაგსტრი მოსამართლის წინაშე მისცემს.
გვარამიას საქალაქო სასამართლოში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. მისი გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი გახდა ის, რომ მან რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა: „ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,