08:54 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-06 10:21:51, 1881 ნახვა

სამართალი
ყალბი 500-ევროიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე,  უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოში შემოიტანეს  და ქვემო ქართლის რეგიონში 20 ცალი  ყალბი 500 ევროიანი კუპიურა გაასაღეს.  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10 000 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურა.

„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics