12:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-21 01:07:33, 2781 ნახვა

სამართალი
აქციაზე დაკავებული 17 პირის საქმე მოსამართლემ გადადო

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 17 პირის საქმე, რომელსაც მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი ცალ-ცალკე განიხილავდა, გადაიდო. მოსამართლის თანაშემწემ მათ უთხრა, რომ ყველა მათგანს ინდივიდუალურად აცნობებდნენ სხდომის ჩანიშვნის თარიღს. ფილიშვილმა ჯერჯერობით მხოლოდ 2 ჯგუფის - 12 ადამიანის საქმე განიხილა და უკვე რამდენიმე საათია, გადაწყვეტილების გამოსატანად არის გასული.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics