|
2015-01-25 10:37:28, 3484 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ იური ვაზაგაშვილის საქმეზე ყველაფერი გარკვეული იყოს
მთელი სამართალდამცველები არიან მობილიზებული, მიმდინარეობს გამოძიება; მინდა დავარწმუნო ყველა, მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს გარკვეული",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამების ტაძრის ეზოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. შვეიცარიიდან საქართველოში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი, გუშინ აეროპორტიდან სამების საკათედრო ტაძარში მივიდა, სადაც იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. მთავრობის მეთაური ვაზაგაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა. "მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის ტრაგედია ჩვენი ქვეყნის, თითოეული მოქალაქის. ბატონი იური იყო გამორჩეული, მებრძოლი, მართალი კაცი, რომელიც სიმართლისთვის იბრძოდა. მინდა, მთელი გულით მივუსამძიმრო კიდევ ერთხელ და ქედს ვიხრი მისი ოჯახის წინაშე. ეს მძიმე წუთებია ჩვენთვის და პირადად ჩემთვის. მე ძალიან კარგად და ახლოს ვიცნობდი ბატონ იურის", - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი იყოს გარკვეული. "დღეს მექნება შეხვედრები, მინდა შუალედური ანგარიში მოვისმინო გამოძიების მიმდინარეობის შესახებ,"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)