13:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-18 23:07:48, 1782 ნახვა

სამართალი
გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი და ბექა ბასილაია დიღმის შს მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე დაკავებული აქტივისტი გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი და ასევე ადვოკატი ბექა ბასილაია დიღმის შს მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

„ხელწერილის საფუძველზე გამათავისუფლეს, რომ საგამოძიებო ორგანოში გამოვცხადდები, თუ დამიძახებენ. გასაგებია, რომ გამათავისუფლეს იმის გამო, რომ მეტ-ნაკლებად ცნობადი სახე ვარ, თორემ იქ არიან ადამიანები, რომელთაც ასევე, არაფერი დაუშავებიათ. დიდი ალბათობით, ყველას გადაიყვანენ „კაპეზეზე“ და ხვალ იქნება ალბათ ერთობლივი სასამართლო“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება დაკავების მიზეზს, ჯაფარიძე ამბობს, რომ ოფიციალურად ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, თუმცა მისი შეფასებით, ეს პოლიტიკური ტერორის გამოხატულებაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics