20:22 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-01 20:23:32, 2359 ნახვა

სამართალი
გადავწყვიტე ძაღლთან ერთად გამოვისეირნო - ნიკა გვარამია პროკურატურაში მივიდა

მთავარი არხის დამფუძნებელი და რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურაში მივიდა.
მისი თქმით, უწყებაში მისვლას აზრი არ აქვს და ძაღლს მანის გაასეირნებს.
"გადავწყვიტე, ტყუილად აქ სიარულს ძაღლი გამოვასეირნო ხოლმე, ვერ ვიცლი ამისთვის. უბრალოდ მას ვერ ვაკადრებ იმას, რომ შიგნით შევიყვანო და სი მოვასმენინო რასაც მეტყვიან. რას გვედავებიან ადამიანები, რომლებიც უდიპლომო პროკურორის უწყებაში იგივენაირი გამომძიებლები, რომ იყვნენ ეს არ არის გასაკვირი. ბიძინა ივანიშვილს უნდა გაანეიტრალოს ამ ქვეყანაში ადამიანები და მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ" - განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კიდევ ერთი ბრალდება წარედგინება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

ბრალდების წარდგენის მიზნით გვარამია საგამოძიებო უწყებაში დღეს, 19:00 საათზეა დაბარებული.

„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე, დღეს, 19:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით, დაბარებულია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია“, - აცხადებენ პროკურატურაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics