2019-10-28 11:38:51, 8389 ნახვა
მსოფლიო
ანტისამთვარობო გამოსვლებს ერაყში 74 ადამიანი ემსხვერპლა
ერაყში ანტისამთავრობო აქციის დროს დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები გრძელდება, დაღუპულთა რიცხვმა 74-ს მიაღწია, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, დაპირისპირების დროს 2 000-ზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
მედიის ცნობით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყალი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
Reuters-ი იტყობინება, რომ 2 კვირის წინ გამართულ ანალოგიურ აქციაზე 157 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 ათასზე მეტი დაშავდა. მოსახლეობა ერაყში ბოლო პერიოდის განმავლობაში პერმანენტულად ანტისამთავრობო აქციებს მართავს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი უსაფრთხოებას, წყალს, სამუშაო ადგილებსა და ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგებას ითხოვენ.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან