21:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-27 12:46:15, 2834 ნახვა

სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავა.
ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ზუგდიდში,  1966 წელს დაბადებული ე.ს.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და  121 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 1962 წელს დაბადებული ო.ა.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის „აკა 47“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ჩხოროწყუსა და მარტვილის პოლიციის რაიონული სამმართველოებს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში,  1955 წელს დაბადებული ნ.დ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას,   ნივთმტკიცების სახით ამოიღეს  კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 5 საბრძოლო ვაზნა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics