03:54 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-08 10:13:47, 1117 ნახვა

ეკონომიკა
ფიბიგი: გერმანიის ბაზარზე სულ უფრო იზრდება იმ მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში სტუმრობით

„გერმანიის ბაზარზე სულ უფრო იზრდება იმ მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოსა და თბილისში სტუმრობით. ეს დასტურდება ციფრებითაც -  მაგალითად, 2018 წელს გერმანიიდან საქართველოში 65,000 ადამიანი ჩამოვიდა, წელს კი, ჩვენი ვარაუდით, რიცხვი 100 000-მდე გაიზრდება," - ამის შესახებ გერმანიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა ნორბერტ ფიბიგმა საქართველო - გერმანიის ბიზნესშეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რომელმაც განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი გერმანიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სფეროში.

გერმანიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდის კუთხით ახლაც მაღალია, არსებობს შემდგომი ზრდის დიდი პოტენციალი.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics