07:47 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 16:15:17, 2206 ნახვა

სამართალი
პროკურატურა: ეკა ბესელიას განცხადებებზე რეაგირება ამ მომენტისთვის უწყების ქვემდებარე არ არის

ეკა ბესელიას მიერ განცხადებებში მითითებული შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებებზე რეაგირება ამ მომენტისთვის პროკურატურის ქვემდებარე არ არის, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს. 

საუბარია პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა ახლაც ხდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის. 

ბესელიას ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობა გამოეხმაურა. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ აღნიშნა, ბესელია ვალდებულია მის ხელთ არსებული ინფორმაცია გამოძიებას მიაწოდოს.

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics