|
2019-09-07 18:49:42, 2640 ნახვა
სამართალი
პროკურატურა „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის მიმართ 50 000 ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვს
გენერალური პროკურატურა „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის ზურაბ იაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით 50 000 ლარიან გირაოს შეფარდებასა და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას მოითხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა. „ჩვენ შუამდგომლობით მივმართეთ სასამართლოს ბრალდებულ ზურაბ იაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ გირაოს 50 000 ლარის ოდენობით და ამავე დროს, ბრალდებულს აეკრძალოს ქვეყნიდან გასვლა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე“, - აღნიშნა პროკურმა. შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)