16:04 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-20 16:33:57, 1579 ნახვა

სამართალი
სალია - გვარამიას გარდა, მელაძის, გაბუნიასა და ლაფერაშვილის წინააღმდეგაც მოგვიწევს სასამართლოში დავა

 „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია არ გამორიცხავს, რომ არხის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას გარდა, გათავისუფლებული თანამშრომლების წინააღმდეგაც  მიმართონ სასამართლოს.

როგორც სალიამ განმარტა, გიორგი გაბუნიას, გიორგი ლაფერაშვილისა და ნოდარ მელაძის გათავისუფლება  გამოწვეულია იმ ფინანსური ზარალიდან გამომდინარე, რაც კომპანიას მიადგა.

„მელაძის და სხვების, მათ შორის, ლაფერაშვილის, ანჯაფარიძის, გაბუნიას გათავისუფლება გამოწვეულია იმ ფინანსური საკითხებიდან გამომდინარე, იმ ზარალიდან გამომდინარე, რომელიც კომპანიას მიადგა და ჩვენ ვფიქრობთ, ისევე როგორც გვარამიას წინააღმდეგ ამ პირების წინააღმდეგაც მოგვიწევს სასამართლოში დავა და შესაბამისად, ვერ წარმოგვიდგენია, რომ ვედავოთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან არიან წამყვან თანამდებობებზე, აშკარად შეუთავსებლობა და ინტერესთა კონფლიქტი იქნება“, - განაცხადა სალიამ.

მისივე თქმით, არსებობს გარკვეული დასაბუთებები და ამის ერთ-ერთ მაგალითად, ბინების საქმე მოჰყავს.

„გარკვეული ნაწილი დასაბუთების არსებობს, არსებობს იმასთან დაკავშირებით, რაზეც უკვე ვისაუბრე, რაც 2015 წელს მოხდა, შემდეგ იყო შეძენილი ბინები 2016-ში, რაღაც თანხების განაწილება მოხდა 2017-ში, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ სამოქალაქო სარჩელში“ - განაცხად სალიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics