16:58 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-13 15:27:07, 3271 ნახვა

მსოფლიო
ყირგიზეთის ექსპრეზიდენტს სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში ედება ბრალი

ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა ორობედ ოპუმბაევმა ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში დაადანაშაულა, -  ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ოპუმბაევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადებოდა და მის რეზიდენციაზე შტურმი სწორედ მის გაუვნებელყოფას ემსახურებოდა.  მისი თქმით, ატამბაევის  სახლში  იარაღის მარაგი აღმოაჩინეს,  მათ შორის  სნაიპერული თოფი და  პისტოლეტები, ხოლო  სახლის მესამე სართული გამაგრებული იყო, როგორც სამხედრო ბუნკერი.

ოპუმბაევმა ატამბაევი სპეცრაზმელების გამიზნულად დახოცვაშიც დაადანაშაულა.

თავის მხრივ, ატამბაევმა დაკითხვაზე აღიარა, რომ შტურმის დროს იარაღი გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ 7-8 აგვისტოს ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის დასაკავებლად ჩატარებული  სპეცოპერაციის შემდეგ ექსპრეზიდენტი დააკავეს. სპეცოპერაციის დროს, პოლიციასა და ატამბაევის მომხრეების შეტაკების შედეგად  52 ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი სპეცრაზმელი კი, გარდაიცვალა. იქამდე, ყირგიზეთის პარლამენტმა 20 ივნისს ქვეყნის პროკურატურას ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდებების ნუსხა გადასცა, რომელთა შორის, ატამბაევს კორუფციაშიც სდებენ ბრალს. ატამბაევმა პარლამენტის ბრალდებებს აბსურდული უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics