19:19 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-10 13:35:41, 1283 ნახვა

სამართალი
შსს-მ ქვეყნის მასშტაბით 479 სტაჟიორის პოზიციაზე ვაკანსიები გამოაცხადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფმა თბილისსა და რეგიონებში სტაჟიორის 479 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადა.

სტაჟირების გავლა შესაძლებელია თბილისში,  ქვემო ქართლში, იმერეთში და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლში, აჭარაში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა  და გურიაში.

სტაჟიორის ვაკანსია  სხვადასხვა პოზიციაზეა გამოცხადებული, მათ შორისაა: გამომძიებელი, ინსპექტორი და ფსიქოლოგი  შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ექსპერტი საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში,  ასევე სტაჟირება გამოცხადებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, 112-ში, სასაზღვრო პოლიციაში, ადამიანური რესურსების მართვის და ეკონომიკურ დეპარტამენტებში, მომსახურების სააგენტოში, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეფასების შედეგების გათვალისწინებით, საუკეთესო სტაჟიორები  სამინისტროში 99 ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღებიან.

აღსანიშნავია, რომ სტაჟირების ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია დამამთავრებელი კურსის  სტუდენტებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  მიმდინარე წლის 16 ივლისს გამართულ დასაქმების ფორუმზე გააცნო. ფორუმის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურულმა დანაყოფებმა ახალგაზრდებს  სამინისტროს საქმიანობის, სტუდენტთა სტაჟირების პოზიციების და ვაკანსიების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. მოეწყო თემატური პავილიონიც, სადაც სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფმა თავისი საქმიანობისთვის დამახასიათებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გამოფინა. სტუდენტური დასაქმების ფორუმის მიზანი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ახალგაზრდა, მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 უმაღლეს სასწავლებელთან  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში სამინისტრო გეგმავს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტთა მიერ სამუშაო პრაქტიკის გავლის კუთხით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და ფუნქცია-მოვალეობების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://hr.police.ge. პოზიციაზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 29 სექტემბერი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics