2019-07-15 11:55:26, 4134 ნახვა
მსოფლიო
ჩეჩენი უფლებადამცველის და ჟურნალისტის ნატალია ესტემიროვას მკვლელობიდან 10 წელი გავიდა
2009 წლის 15 ივლისს, ჩეჩენი ჟურნალისტი და უფლებადამცველი ნატალია ესტემიროვა მოკლეს. მისი მკვლელობიდან დღეს 10 წელი გავიდა.
. 50 წლის აქტივისტი ნატალია ესტემიროვა, რომოდენიმე კაცმა გაიტაცა გროზნოდან , ხოლო მისი გვამი ინგუშეთში აღმოაჩინეს. მას თავისა და გულმკერდის არეში ნატყვიარები ჰქონდა. ქალბატონი ესტემიროვა ჩეჩნეთის მეორე ომის შემდგომ გატაცებებისა და მკვლელობების ფაქტს იძიებდა , ორგანიზაცია რუსეთის მომორიალი სადაც ესტემიროვა მუშაობდა აცხადებს, რომ მკვლელობაში დამნაშავე, კრმლის მიერ მხარდაჭერილი, ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვია.
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ესტემიროვა აცხადებდა, რომ კადიროვის ძალებმა მოუხშირეს ადამიანების გატაცებასა და მკვლელობებს, ძალაუფლების განმტკიცების მიზნით. მისი ბევრი თანამოაზრისთვის თავად ესტემიროვას მკვლელობა ამის უტყუარი დასტურია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,