|
2015-07-05 15:31:44, 1557 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: ყველაზე მეტად ის მაღელვებს, შეინარჩუნებენ თუ არა სამუშაო ადგილებს საბერძნეთში მომუშავე ადამიანები
„იქიდან გამომდინარე, რა ზომებსაც ჩვენ ვღებულობთ ძალიან ბევრი მიმართულებით, მათ შორის პრივატიზაციის კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ საბერძნეთიდან შემცირებული ფულადი გზავნილების მოცულობა მთლიან ბალანსში დიდი რიცხვი ნამდვილად არ არის“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რა გავლენას იქონიებს საბერძნეთში განვითარებული მოვლენების ფონზე ქვეყნიდან შემცირებული ფულადი გზავნილები საქართველოს ეკონომიკაზე. „იანვარ-მაისში საქართველოში საბერძნეთიდან შემოსულმა წმინდა ფულადმა გზავნილებმა უკვე დაიკლო დაახლოებით 18 პროცენტით. ხუთი თვის განმავლობაში საბერძნეთიდან დაგვაკლდა დაახლოებით 15-16 მილიონი დოლარი. მაისის პერიოდში დაახლოებით 2, 3 მლნ. დოლარს შეადგენს ის დანაკლისი, რაც წლის წელთან შედარებით გვაქვს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მთლიან ბალანსში ეს დიდი რიცხვი არ არის იმ ზომებიდან გამომდინარე, რასაც ვღებულობთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პრივატიზაციის კუთხით“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. ვიცე-პრემიერის თქმით, საბერძნეთში ხუთი დღით ან ერთი კვირით ბანკების დაკეტვამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ უნდა იქონიოს, თუ მოვლენები შემდგომში ნორმალურად განვითარდა. „თავად ფულადი გზავნილების პრაქტიკაც ისეთია, რომ გადმორიცხვა ხდება, როგორც წესი, თვეში ან სამ თვეში ერთხელ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, საშუალოვადიან პერსპექტივაში საბერძნეთში როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა თვითონ სიტუაცია, რაც არის საბერძნეთში, უფრო იმ კუთხით მაღელვებს, რაც სამუშაო ადგილების შემცირებას შეეხება. ყველაზე მეტად სანერვიულო ალბათ ის არის, შეინარჩუნებენ თუ არა სამუშაო ადგილებს ის ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ. ფულის გამოგზავნის საშუალების მონახვა გაცილებით ადვილია, ვიდრე სამუშაოს შენარჩუნება ამ სიტუაციაში. ამიტომ ვნახოთ, ივლისის პირველი შეზღუდული კვირის შემდეგ რა იქნება და რეფერენდუმი რა შედეგებს მოიტანს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)