|
2019-07-11 22:36:32, 2048 ნახვა
სამართალი
გიორგი გახარია - დავით გრიგორიანს რეზინის ტყვია საერთოდ არ აქვს მოხვედრილი
შინაგან საქემთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, აქციის დროს მძიმედ დაშავებულ დავით გრიგორიანს, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება, რეზინის ტყვია არ მოხვედრია. როგორც მინისტრმა განმარტა, გრიგორიანი თავის არეში დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. „დავით გრიგორიანს ტყვია საერთოდ არ აქვს მოხვედრილი. საერთოდ, როდესაც ვიღაც საუბრობს დათვის და რაღაც მსგავს ტყვიებზე, ეს არის სიცრუეა. გრიგორიანი ამ მდგომარეობაში არის ბლაგვი საგნით თავის არეში მიყენებული დაზიანებით. მან როდის, სად და რა პირობებში მიიღო ეს დაზიანება, არის გამოძიების საგანი. ის კომაში აღარ არის. მე დეტალურ ყველაფერი ვიცი გრიგორიანზე“, - განაცხადა მინისტრმა. მან ასევე მადლობა გადაუხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს იმისათვის, რომ აქციის მონაწილეების ჯანმრთელობაზე მყისიერად და მაღალპროფესიონალურად იზრუნეს. „საბედნიეროდ, ზოგიერთ ვაი პოლიტიკოსს, რა დონეზეც და როგორც არ უნდა დომებოდა, რომ ეს აქცია, სამწუხარო ღონისძიება დასრულებულიყო კიდევ უფრო მძიმე შედეგებით, საბედნიეროდ, ჩვენი სამედიცინო სისტემის თანამშრომლებს უნდა გადავუხადოთ მადლობა, რომ დღეს სამედიცინო სისტემაში გვყავს მხოლოდ ორი ადამიანი, რომელთა მდგომარეობაც არის სტაბილური, პოზიტიური პროგნოზით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)