07:11 - 26 Jun, 2026
|
2019-07-04 14:52:27, 1876 ნახვა
სამართალი
შსს-მ ჭოპორტში ძაღლის წამების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭოპორტში, ძაღლის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით მიმდინარეობს (ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია). „გამოძიების ფარგლებში მოხდება კონკრეტულ პირებთან გასაუბრება და შესაბამისი რეაგირება“, - აცხადებენს შსს-ში. შეგახსენებთ, თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრის გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭოპორტში ადგილობრივმა თანამზრახველთან ერთად ჰასკი მავთულით ჩამოკიდა და ხელკეტით ძვლები ჩაუმსხვრია. მათივე ინფორმაციით, ძაღლს ძვლები აქვს ჩალეწილი და ჭამას ვერასდროს შეძლებს. თავშესაფარში აცხადებენ, რომ შესაძლოა, ძაღლის დაძინება მოუწიოთ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)