2019-07-02 13:06:46, 2599 ნახვა
მსოფლიო
ჰონგ-კონგის პარლამენტში შეჭრილი დემონსტრანტები პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა
ჰონგ-კონგში რამდენიმე კვირიანი საპროტესტო აქციები, მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორაციით, დემონსტრანტები, რომლებიც ექსტრადიციის ახალი კანონის წინააღმდეგ გამოდიან, პარლამენტის შენობაში რამდენიმე საათის განმავლობაში შეჭრას ცდილობდნენ. მათ შენობის ფასადი დააზიანეს, დაამტვრიეს შუშის კარი და პოლიციის კორდონის გარღვევის შემდეგ ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში შეიჭრნენ.
მედიის ცნობით, პარლამენტში შეჭრის შემდეგ დემონსტრანტებმა შენობის შიგნით კედლებზე საპროტესტო ლოზუნგები დატოვეს, გარდა ამისა დააზიანეს ავეჯი და სხდომათა დარბაზში ის დროშა გამოფინეს, რომელიც ბრიტანეთის კოლონიად ყოფნის დროს გამოიყენებოდა.
დაკავებულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.



ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან