|
2015-07-03 16:53:20, 1570 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: კრემლის ღირებულებებს საქართველოში აღორძინება არ უწერია
"კრემლის ღირებულებებს საქართველოში აღორძინება არ უწერია",-ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "The Washington Post"-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის მიხედვითაც, არავინ ელოდა, რომ 2008 წლის შემდეგ შესაძლებელი იყო, საქართველოში გაჩენილიყო სენტიმენტები რუსეთის მიმართ. ასევე, სტატიაში ვარაუდია გამოთქმული, რომ საქართველო შესაძლოა, რუსეთის ორბიტაზე ბრუნდება. წულუკიანის მტკიცებით, მყარად არის გადაწყვეტილი, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და ეს მისწრაფება ეჭვქვეშ არასოდეს დადგება. "საქართველოში მყარად არის გადაწყვეტილი, რომ ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა. ეს მისწრაფება არ დადგება ეჭვქვეშ არასდროს, რადგან ეს არ არის რომელიმე მთავრობის გადასაწყვეტი. ჩვენ დასავლურ გზაზე ვმოძრაობთ და ვიმოძრავებთ წარმატებით. რაც შეეხება რაიმე ტიპის ჯგუფების გაძლიერებას, რომ პრორუსული, ან კრემლის მოძლიერება საქართველოში შეიმჩნეოდეს. მიმაჩნია, ეს არის გადაჭარბებული შეფასება. კრემლის ღირებულებებს საქართველოში აღორძინება არ უწერია",-განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)