08:50 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-30 12:56:16, 2065 ნახვა

სამართალი
N 11 დაწესებულებაში ჩხუბის გამო მისი დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა

N 11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო პენიტენციური დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

„27 ივნისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრს ეთხოვა ნებართვა N11 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გათავისუფლებაზე, კანონით დადგენილი წესით. 29 ივნისს იუსტიციის მინისტრის მიერ გაიცა თანხმობა დაწესებულების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

ინციდენტი ბავშვთა პენიტენციურ დაწესებულებაში - დაჭრილია ერთი მსჯავრდებული, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა სტაბილურია. ის უკვე მოინახულეს ოჯახის წევრებმა. ყბის მოტეხილობის გამო, ამ ეტაპზე ექიმები ქირურგიულ ოპერაციას გეგმავენ. ​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics