05:14 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 10:29:04, 1279 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: ბიზნესის დიდი ნაწილის თხოვნაა, შევეცადოთ და შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი

„რასაკვირველია, არსებული გამოწვევების ფონზე კარგად გვესმის ბიზნესის წუხილი, ჩვენ მზად ვართ და აღვუთქვით  გვერდში დგომა, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ კრიზისით გამოწვეული პოტენციური, ნეგატიური შედეგი და ვიმუშაოთ მათთან ერთად სხვადასხვა გეგმაზე.  ამასთან, ბიზნესის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, რომ სხვა ტურისტულ ბაზრებთან და სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერასთან ერთად, შევეცადოთ და შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი ჩვენს ბაზარზე", - ამის შესახებ ნათია თურნავამ ტუროპერატორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ბიზნესის თხოვნა სრულად გასაგებია, რომ ეს სეგმენტი არ დაიკარგოს, რადგან მათთვის ეს მიმზიდველი და მომგებიანია.

„საქართველოს ტურისტული ბაზარი არის ფართო, ასევე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მიმზიდველი.  საქართველო არ ირჩევს ტურისტს - ტურისტი ირჩევს საქართველოს. ეს  საკმაოდ დივერსიფიცირებული ბაზარია და არც ერთი მიმართულება არ არის დომინანტი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით,  ტურიზმი რუსეთიდან წარმოადგენს 25 პროცენტს ჩვენს ბაზარზე და  ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ.

„ამიტომ გვესმის ბიზნესის თხოვნა, რომ არც ეს სეგმენტი დავკარგოთ, რადგან ის  მათთვის მიმზიდველი და მომგებიანია.  ჩვენს ვუსმენთ ბიზნესს და ვალდებულები ვართ, სხვა გეგმებთან ერთად ამ მიმართულებითაც ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ მათ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად არსებული გამოწვევების დაძლევის სხვადასხვა საკითხები განიხილა. შეხვედრას ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებოდა.

 

  

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics