13:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-12 16:54:44, 1603 ნახვა

სამართალი
ბორჯომში, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების ცემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბორჯომის ხეობაში გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, 3 პირი: 1992 წელს დაბადებული გ. ა., 1990 წელს დაბადებული ვ.კ. და 1990 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები: 1988 წელს დაბადებული ს.პ., 1989 წელს დაბადებული ბ.ვ. და 1985 წელს დაბადებული დ.თ. ბორჯომის რაიონის სოფელ ლიბანის ტერიტორიაზე სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც შეხვდათ სამი პირი. ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება, გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.

გ.ა.-მ ფიზიკური დაპირისპირების დროს დანის გამოყენებით დაჭრა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი, რომლებიც გადაყვანილი იქნენ ბორჯომის სამედიცინო ცენტრში.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics