01:57 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-04 13:30:17, 1972 ნახვა

ეკონომიკა
მულტიფუნქციური ჩატ-ბოტი „ბილაინისგან“ - პირველად ქართული ტელეკომის ინდუსტრიაში

ბილაინმა, საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრმა, მომხმარებლების მომსახურების კიდევ უფრო გამარტივებისა და გაუმჯობესების მიზნით, ახალ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ჩატ-ბოტი  სუპერ • ბი დანერგა. ჩატ-ბოტი ქართულად საუბრობს და ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, Facebook Messenger-ის მეშვეობით. შესაბამისად, სუპერ • ბი-ს გამოყენებისთვის საკმარისია მომხმარებელს ჰქონდეს Facebook-ის ანგარიში. ჩატ-ბოტის შექმნაზე იმუშავა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ექსკლუზიურად მომუშავე ქართულმა კომპანიამ  Pulsar AI.

საქართველოს ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიაში სუპერ • ბი  პირველი მულტიფუნქციური, მესინჯერზე დაფუძნებული ჩატ-ბოტია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს უკვე ბევრი მომსახურების მიღება შეუძლია, მათ შორის:

  • ბალანსის შევსება საკუთარ და სხვის ნომერზე
  • თანხის გადარიცხვა ნომრიდან ნომერზე
  • ბალანსის შემოწმება
  • მიმდინარე მომსახურებების, პაკეტებისა და ტარიფების შემოწმება
  • განვადების დეტალების შემოწმება
  • დეტალური ამონაწერის მიღება
  • კრედიტის, ტარიფისა და პაკეტების გააქტიურება/გათიშვა
  • ინფორმაციის მიღება ბილაინის მომსახურებების შესახებ.

სამომავლოდ სუპერ • ბი ახალ ფუნქციებსაც შეიძენს და მომხმარებლებს კიდევ უფრო სრულყოფილ მომსახურებას შესთავაზებს. ბილაინის მიზანია, უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი იყოს მომხმარებლისთვის კომპანიასთან კომუნიკაცია და ბილაინის მომსახურებებისა თუ პროდუქტების გამოყენება.

სუპერ • ბი-სთან დასაკავშირებლად, ეწვიეთ: https://www.facebook.com/superbuperb/

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics