|
2015-01-23 10:54:31, 1376 ნახვა
სამართალი
მალულად, დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე ჩინეთის მოქალაქე დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად, დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში ჩინეთის მოქალაქე ხუანგ სუვეი მისცა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, უკანონოდ შემოიტანა დიდი ოდენობით ბუნებრივი აირის წყლის გამათბობლები. მათივე ცნობით, ხუანგ სუევმა საბაჟო დეკლარაციაში არ დააფიქსირა აღნიშნული საქონელი და ამ გზით სცადა ტვირთის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც გამოვლენილი და აღკვეთილია საგამოძიებო სამსახურის მიერ. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)