21:14 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-18 13:11:52, 1611 ნახვა

ეკონომიკა
კურორტ გოდერძიზე 19 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს

კურორტ გოდერძზე 19 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა საინვესტიციო ღირებულება 150 მილიონი ლარს შეადგენს. პროექტები 1000 ადამიანის დასაქმებას და კურორტზე დამატებით 1300 განთავსების ადგილის გაჩენას ითვალისწინებს.

გოდერძზე მიმდინარე პროექტებს საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად გაეცნო.

კურორტზე ახალი სათხილამურო ტრასის და საბაგირო გზის მოწყობაა დაგეგმილი. ასევე სოფელ თაგოში არსებული საბაგირო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.

მიმდინარეობს „მწვანე ტბის" განვითარების პროექტი. ტენდერით უკვე შერჩეულია მშენებელი კომპანია, რომელიც მწვანე ტბის კეთილმოწყობას განახორციელებს.

დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც გაზსადენი შუახევიდან გოდერძი-მდე, 54 კმ-ზე გაივლის. პროექტი დამატებით 15 200 აბონენტის გაზიფიცირებას ითვალისწინებს.

მაღალმთიან აჭარაში ტურისტების რაოდენობა, 2017 წელთან შედარებით, 124%-ით არის გაზრდილი. წელს ხულოს ცენტრთან ახლოს მდებარე სოფლების ტურისტული პოტენციალის დეტალური კვლევა და ტურისტული ბილიკების მარკირების პროექტების მომზადება იწყება.

მარკირების პროექტების ფარგლებში ტურისტულად საინტერესო ადგილების ინვენტარიზაცია, ძეგლების, ძველი არქიტექტურისა და ისტორიული ადგილების,  ჩანჩქერების, საპიკნიკე-საკარვე ადგილების, საოჯახო სასტუმრო სახლების შესწავლა, დასურათება და ტურისტულ რუკებზე დატანა მოხდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics