|
2015-01-23 10:05:35, 1324 ნახვა
სამართალი
თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი "ბათუმის აეროპორტში" დააკავეს
საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება „ბათუმის აეროპორტში“, 21 იანვარს, ბელორუსიიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული ჰალის აიდოგანი (HalisAydogan) დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ანკარას ინტერპოლის მიერ, ჰალის აიდოგანი, მისი დაკავების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, საერთაშორისო ძებნაში 2010 წლის 16 აპრილს გამოცხადდა. მას ბრალად ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 146/3-ე, 59/2-ე, 31-ე და 33–ე მუხლებით და თურქეთის ანტიტერორისტული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც ჯგუფის მიერ ძალის გამოყენებით კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობაში მონაწილეობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)