19:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-13 12:08:43, 1609 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: ეკონომიკური ზრდის მიმდინარე წლის პროგნოზი არის 4,6 %, რაც რეგიონში გამორჩეულად მაღალია

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე შევთანხმდით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

მისი განცხადებით, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" საქართველოში მიმდინარე პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესოა და მთლიანად ეყრდნობა საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრგის.

„საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ჩვენ დავადასტურეთ პრინციპულობა იმ ძირითადი ფისკალური პოლიტიკის მიმართ, რომელიც მიზნად დავისახეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ეს მიზნებია: მიმდინარე ხარჯების კონტროლი,  კაპიტალური ხარჯების დაჩქარება, დეფიციტის ნორმალიზაცია. პროგრამის დასრულებამდე ერთი წლით ადრე, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზნები წარმატებით განხორციელდა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს სავალუტო ფონდის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის შეადგენს 4.6 პროცენტს და აღნიშნული მაჩვენებლით, ჩვენი ქვეყანა გამოკვეთილი ლიდერია რეგიონში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორკვირიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის დროსაც გაეცნო ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და განხორციელებულ რეფორმებს.

დღეს, მისიის წევრებმა მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით  შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან. „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვას სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ივნისში განიხილავს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics