|
2019-05-07 12:42:15, 2141 ნახვა
ეკონომიკა
„სმარტი“ ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ ბათუმში მორიგ სუპერმარკეტს ხსნის
სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ ბათუმში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, ოდისეი დიმიტრაიდის ქ, #5-ში მორიგ სუპერმარკეტს ხსნის. ახალგახსნილ „სმარტში“ 35 - მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთათვისაც მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტების მომსახურების უახლესი სტანდარტით შეთავაზება უპირველესი საზრუნავია. „სმარტის“ ახალი სუპერმარკეტის გახსნას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დაესწრო. დამატებით, მომხმარებელთა წასახალისებლად მხოლოდ 7 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით ახალგახსნილ „სმარტთან“ მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე 30 ლარის ღირებულების ნებისმიერი ტიპის საწვავის შეძენისას მომხმარებელი „სმარტის“ ახალ ობიექტზე საჩუქრად მიიღებს ენერგეტიკულ სასმელს - „XL-ს“ და „სნიკერსს“. სასაჩუქრე ვაუჩერების განაღდება 20 მაისამდეა შესაძლებელი. „„სმარტი“ ახალი ფორმატით განვითარებას განაგრძობს და მოხარული ვართ რომ აჭარის რეგიოში, ახალსოფლის ობიექტის შედგომ, სუპერმარკეტის გახსნის შესაძლებლობა ბათუმშიც მოგვეცა. ბათუმში „სმარტის“ გახსით არა მხოლოდ კიდევ უფრო კომფორტული გახდა „ვისოლ ჯგუთან“ ერთად მგზავრობა, არამედ ტურისტების გაზრდილი ნაკადისთვისაც განსაკუთრებულად მოსახერხებელია რკინიგზის სადგურთან თანამედროვე სუპერმარკეტისა და იქვე გამომცხვარი საკონდიტრო ნაწარმითა და ფუნთუშეულით მიმზიდველი „სმარტ“ კაფის არსებობა.“, აცხადებენ „სმარტში“ მორიგი „სმარტი“ ბათუმში ახალი ფორმატის სუპერმარკეტია, სადაც საკუთარი იმპორტის ევროპული თუ ამერიკული პროდუქტების და ადგილობრივი წარმოების ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის 5000-მდე სახეობაა წარმოდგენილი. იქვე მომხმარებელს კომპფორტული კაფე ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ ფუნთუშეულს იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს. “სმარტი” ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და ცენტრალურ ავტომაგისტრალზე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში გააგრძელებს და უახლოეს მომავალში. „სმარტის“ სუპერმარკეტი ავტობანზე, სოფელ არგვეთასთან განთავსდება. „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო.
(R)
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)