|
2019-04-27 13:47:32, 3344 ნახვა
მსოფლიო
პორტუგალიის პარლამენტმა სომეხთა გენოციდი აღიარა
პორტუგალიის პარლამენტმა 1915-1926 წლებში ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ News.am იუწყება. გარდა ამისა, მედია საშუალების ინფორმაციით, პარლამენტმა შესაბამისი რეზოლუციაც დაამტკიცა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის 11 აპრილს სმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარებას მხარი იტალიის პარლამენტმაც დაუჭირა. შეგახსენებთ, საუბარია პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასობრივ მკვლელობაზე, რომელმაც შემდგომში მსოფლიოს 29 ქვეყანაში "სომხების გენოციდის" სახელით გახდა ცნობილი. მასობრივი დეპორტაციისა და შემდგომი მკვლელობის დროს 1.5 მილიონამდე სომეხი მოკლეს. ოფიციალური ანკარა თავის მხრივ "გენოციდის" ფაქტს უარჰყოფს და აცხადებს, რომ სომხებს შორის მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო. თურქეთის მტკიცებით მსხვერპლი სამოქალაქო არეულობას მოჰყვა. "სომეხთა გენოციდი" ოფიციალურად აღიარეს და გაასამართლეს საფრანგეთმა, იტალიამ, გერმანიამ, ბელგიამ, შვედეთმა, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ, რუსეთმა, პოლონეთმა, ლიტვამ, საბერძნეთმა, კვიპროსმა, სლოვაკეთმა, არგენტინამ (2 კანონი,5 რეზოლუცია), ვენესუელამ, კანადამ (1996,2002,2004), ვატიკანმა, ავსტრალიამ და სხვა სახელმწიფოებმა. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში "სომხების გენოციდის" ისტორიული ფაქტის უარყოფისთვის აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. (ჯარიმის სახით −45 ათასი ევრო და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა). აშშ-ის 50 შტატიდან 49 შტატმა ოფიციალურად აღიარა და გაასამართლა "სომხების გენოციდი". ასევე, 24 აპრილი სომეხი ხალხის "გენოციდის" მსხვერპლთა ხსენების დღედ დააწესეს.
მდინარაძე ამტკიცებს, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო დასჯა, არ არის თავისუფლების შეზღუდვა
რეჟიმი შსს-ში შექმნის სპეციალური სამმართველოს, რომლის ფუნქცია იქნება გამოავლინოს და დასაჯოს ოლიგარქის პარტიის კრიტიკოსები
ლიეტუვაში დრონი ჩამოვარდა - წინასწარი დასკვნებით, ის უკრაინული იყო
ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)