|
2019-04-24 17:17:07, 1801 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი: ჯიბღაშვილი გახლავთ ჩვეულებრივი ბრალდებული, რომელიც შსს-მ თავისი კომპტენეციის ფარგლებში დააკავა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ლევან ჯიბღაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, უწყებამ ჯიბღაშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი ღონისძიება გამოიყენა. "ბატონი ჯიბღაშვილი გახლავთ ჩვეულებრივი ბრალდებული კონკრეტული დანაშაულისთვის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში დააკავა. სამინისტრო არ გახლავთ უფლებამოსილი, რომ პირის მიმართ კონკრეტული აღკვეთის ღონისძიება მოითხოვოს. ყველაზე მკაცრი ზომა რისი გამოყენებაც სამინისტროს შეუძლია ეს გახლავთ დაკავება, იძულების ღონისძიების სახით და ეს ყველაზე მკაცრი ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბატონი ჯიბღაშვილის მიმართ გამოიყენა და დააკავა სისხლის სამართლის წესით. ახლა რაც შეეხება ბრალდებას, პროკურატურამ მას წაუყენა ბრალი, შემდეგ მოითხოვა კონკრეტული აღკვეთის ღონისძიება, რომელიც რატომღაც, სამწუხაროდ საზოგადოებას ხშირად ეშლება სასჯელში, აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება პირის მიმართ ინდივიდუალურად, პიროვნული მახასიათებლების, წარსული ნასამართლობის და აშ. შესაბამისად ამით ყველაფერი დამთავრებული არ არის, ეს ნიშნავს იმას რომ ხვალ სასამართლომ შეიძლება ბატონ ჯიბღაშვილს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდოს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. ამასთან, შს მინისტრის მოადგილის განმარტებით, 260-ე მუხლის იმ ნაწილით, რა ნაწილითაც ჯიბღაშვილს ბრალი ედება, საკმაოდ ბევრი ბრალდებულია გარეთ გირაოს სანაცვლოდ. „ჩემთვის უბრალოდ ცოტა გაურკვეველია ბატონი ჯიბღაშვილი დღეს რომ პატიმარი ყოფილიყო, სხვანაირ კონტექსტში დაისმებოდა ალბათ შეკითხვები. რამდენად მძიმეა კანონმდებლობა და ნარკოპოლიტიკა და უნდა შევცვალოთ ეს ნარკოპოლიტიკა რომ აი ცნობილი სახეები პატიმრები არიან. კიდევ ერთხელ გეტყვით ჩვენთვის ბატონი ჯიბღაშვილი არის ჩვეულებრივი ბრალდებული რომლის მიმართაც არსებობს დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი და რის გამოც სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ის ბრალდებულის სახით. არ შეიძლება ყველაფერში შეთქმულების თეორიები ვეძებოთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშილმა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)