|
2015-01-22 17:23:50, 1001 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის კანდიდატზე კონსულტაციები დაიწყო
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართა. როგორც საგანელიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტთან ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი შედგა. მისივე განმარტებით, ჯერჯერობით კონკრეტულ კანდიდატურაზე საუბარი არ არის და ეს კონსულტაციების თემაა. „პრეზიდენტთან შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით შედგა. ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. ამოცანა ყველას გვაქვს ერთი, პრეზიდენტსაც, პარლამენტსაც და სურვილი მოსახლეობასაც, რომ უზენაეს სასამართლოს ყველაზე ღირსეული პროფესიონალი ადამიანი ჰყავდეს, რაც დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. დეტალები და ნიუანსები კონსულტაციების თემაა“, - განაცხადა საგანელიძემ. მისივე განმარტებით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მომდევნო შეხვედრა პრეზიდენტთან რამდენიმე დღეში გაიმართება. კითხვაზე, პარლამენტიდან სხვა დეპუტატებიც ხომ არ მიიღებენ პრეზიდენტთან შეხვედრაში მონაწილეობას, საგანელიძემ აღნიშნა, რომ მას აქვს უფლებამოსილება და ნდობა კოლეგებისგან, რომ კონსულტაციები ამ საკითხზე პრეზიდენტთან თავად აწარმოოს.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)