2019-04-15 23:25:49, 3507 ნახვა
მსოფლიო
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძარმა გაანადგურა (ფოტორეპორტაჟი)
პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირშენსანიშნაობა - ღვთისმშობლის ტაძარი ხანძარმა თითქმის მთლიანად გაანადგურა. ტაძრის სამრეკლო, სახურავი და ძირითადი ბოძები ჩამოინგრა. ადგილზე მეხანძრე-მაშველების ჯგუფები მუშაობენ, მობილიზებულია პოლიცია , რომელიც ხალხს ხანძრის ტერიტორიაზე არ უშვებს. აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ყველა შეხვედრა გადადო და ადგილზე მივიდა.

ხანძრის გაჩენის საბოლოო მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ სავარაუდო ვერსიით მისი გაჩენა მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებმა გამოიწვია.
"ტაძრისგან ეხლა არაფერი დარჩება",-უთხრა ჟურნალისტებს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.







ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან