2019-04-15 13:47:52, 3304 ნახვა
მსოფლიო
კანადაში, ეკლესიაში სროლა იყო - არის მსხვერპლი
კანადის ქალაქ სელმონ-არმში მდებარე ეკლესიაში სროლა მსხვერპლით დასრულდა, - ამის შესახებ GlobalNews იუწყება.
თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ეკლესიაში შევარდა და ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 1 ადამიანი, 78 წლის მამამაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
მედია საშუალების ინფორმაციით, თავდამსხმელი ადგილზე მოსულმა სამართალდამცველებმა დააკავეს. ის 25 წლის ადგილობრივი მკვირდია.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან