|
2019-04-15 10:45:52, 2107 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: მთავარი სიკეთე, რაც მოაქვს საერთაშორისო რეიტინგების გაუმჯობესებას, არის ინვესტორების მხრიდან დაინტერესება
„მთავარი სიკეთე, რაც მოაქვს საერთაშორისო რეიტინგების გაუმჯობესებას, არის ინვესტორების მხრიდან ქვეყნის მიმართ დაინტერესების ზრდა, რაც კონვერტირდება ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poors-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების შეფასებისას. როგორც ფინანსთა მინისტრმა ვაშინგტონიდან, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ჩართვისას განაცხადა, მნიშვნელოვანია ქვეყანაში გაგრძელდეს რეფორმები, რომელთა მიზანია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. „როდესაც მატულობს ქვეყნის მიმართ სანდოობა და დაბალია რისკები, გაცილებით იოლად შემოდის ფულადი სახსრები. შესაბამისად, ხორციელდება მეტი ინვესტიცია. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კონვერტირტება ახალ სამუშაო ადგილებსა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაში. შესაძლებელია მოსახლეობამ მაშინვე ვერ იგრძნოს ეს სიკეთე, თუმცა მთავარია, შენარჩუნდეს ეკონომიკური მდგრადობა, არ მოხდეს რეფორმების დღის წესრიგიდან გადახვევა. მნიშვნელოვანია ვიყოთ ერთგულები იმ ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების, რომელსაც ვატარებთ. ეს არის დროში გაწერილი პროცესი, რომელიც გარანტირებულად მოიტანს სიკეთეს, რასაც ჰქვია მეტი ინვესტიცია, მეტი სამუშაო ადგილი და მეტი კეთილდღეობა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. შეგახსენებთ, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Standard & Poors-მა" საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურამდე, ხოლო რეიტინგი დაადასტურა კვლავ „BB-„ - ის დონეზე.
(NS)
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)