2019-04-03 16:46:06, 3132 ნახვა
მსოფლიო
ჩიკაგოს მერად ღიად ლესბოსელი, შავკანიანი ქალი აირჩიეს
პირველად ისტორიაში, ჩიკაგოში გამართულ არჩევნებში, შავკანიანმა, ღიად ლესბოსელმა კანდიდატმა გაიმარჯვა, - ამის შესახებ Kommersant.ru იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ადვოკატმა, 56 წლის ლორი ლაითფუთმა ხმების 74% მიიღო. აღსანიშნავია, რომ მანამდე მას არც ერთი მაღალი თანამდებობა არ დაუკავებია. ლაითფუთის ჩათვლით სულ ჩიკაგოს მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძოდა, რამაც რეკორდული მაჩვენებელი შეადგინა.
მედიის ცნობით, ლაითფუთმა კონკურენტი არჩევნებში ასევე შავკანიანი ქალი - 72 წლის ვეტერანი პოლიტიკოსი ტონი პრეკვინკლი იყო. გარდა ამისა, ახალი მერის გარდა 50-%-იანი ბარიერი ვერც ერთმა სხვა კანდიდატმა ვერ გადალახა. ლორი ლაითფუთმა ქალაქის 50-ვე ოლქში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან