|
2015-06-23 13:58:47, 2659 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთთან ურთიერთობა სერიოზულად წინ წავიდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატია. მისივე თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შექმნის შემდეგ, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა სერიოზულად გაუმჯობესდა. "რუსეთთან ურთიერთობა სერიოზულად წინ წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. ეს არ გვექნება ძალიან დიდხანს, ვიდრე რუსეთი თავის აღიარებებს უკან არ წაიღებს. შესაბამისად, ჩვენ აუცილბლად უნდა გვქონდეს რაღაც ურთიერთობები რუსეთთან, რადგან არსებობს სხვა თემები, გარდა კონფლიქტებისა. ამ თემებს საკმაოდ ეფექტურად და კარგად უძღვება აბაშიძე", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)