10:25 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-29 15:28:55, 2022 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საბჭოს სხდომა გაიმართა

საკრედიტო - საგარანტიო სქემა ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო კერძო სექტორის განვითარების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთანაა შექმნილი და მას მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე ხელმძღვანელობს.

როგორც თავის მისასალმებელ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საკრედიტო - საგარანტიო სქემა 2019 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება და გამიზნულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის. მისი შეფასებით, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება დამატებით ბიძგს მისცემს საშუალო და მცირე ბიზნესის სწრაფ განვითარებას.

ინფორმაციამ საკრედიტო - საგარანტიო სქემის შესახებ საბჭოს წევრების დიდი ინტერესი გამოიწვია.

საბჭოს შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები ბიზნესრეესტრის ელექტრონული სერვისებისა და საქართველოს სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის თაობაზე. აგრეთვე გაიმართა მსჯელობა კერძო სექტორის მხრიდან დასმულ საკითხებთან დაკავშირებით.

კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით შეიქმნა. მისი მიზანია, კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics