06:32 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-24 13:19:11, 1626 ნახვა

სამართალი
ცოლის და ყოფილი ცოლის ცემის გამო პოლიციამ ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული რ.ფ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ბორჯომის რაიონის დაბა ახალდაბაში ყოფილი მეუღლეს - ზ.შ-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ასევე, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა 1958 წელს დაბადებული მ.ი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ახალქალაქის რაიონის სოფელ ბეჟანოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - 1967 წელს დაბადებულ შ. კ.-ს.

ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics