|
2019-03-14 13:24:08, 1659 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
2019 წლის 12-13 მარტს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მასპინძლობდა. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის, რის საფუძველზეც გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმი საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების გაფორმებამდე, პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს არეგულირებს. მემორანდუმის შესაბამისად, მხარეებს უფლება აქვთ დანიშნონ ერთი ან მეტი ავიაკომპანია მხარეთა ტერიტორიაზე პირდაპირი რეგულარული სამგზავრო და სატვირთო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით. დანიშნულ ავიაკომპანიებს კი უფლება აქვთ განახორციელონ საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და ტაჯიკეთის ნებისმიერ პუნქტს შორის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)