01:21 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-26 13:26:21, 1926 ნახვა

ეკონომიკა
მერსედეს ვერა-მარტინი: საქართველოში მიმდინარე რეფორმები ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში არსებულ ეკონომიკური განვითარების დინამიკას დადებითად აფასებს.

მერსედეს ვერა-მარტინმა ეს განცხადება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ესწრებოდნენ.

სავალუტო ფონდის მისია მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობთ საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა. სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებს და უკვე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს გაეცნენ.

„ეს რეფორმები გაზრდის ეკონომიკის მდგრადობას, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. რეფორმების შედეგები დადებითად იმოქმედებს საქართველოს მთელ მოსახლეობაზე", - განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინმა.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური ზრდა 2018 წელს.

„ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში, გაზრდილმა საგარეო მოთხოვნამ, რაც ძლიერ ექსპორტსა და ტურიზმიდან გაზრდილ შემოსავლებში აისახა", - აღნიშნა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.

ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი, სხვა რეფორმებთან ერთად, განათლების რეფორმაა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics