00:12 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-20 11:53:29, 1842 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა ბაქოში „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და „სამხრეთის გაზის კორიდორის" მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში იღებს მონაწილეობას.

სამინისტროს ცნობით, მრჩეველთა საბჭოს ოფიციალურად გახსნიან აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და საბიუჯეტო და ადამიანის რესურსების საკითხებში ევროკომისარი, მრჩეველთა საბჭოს მოქმედი თანათავმჯდომარე გიუნტერ ოტინგერი.

ნათია თურნავა მოხსენებით გამოვა პლენარულ სესიასა და დისკუსიაზე, რომელიც „სამხრეთის გაზის კორიდორის" მიღწევებსა და გამოწვევებს შეეხება. აღნიშნულ საკითხებზე მასთან ერთად ისაუბრებენ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, იტალიის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანდრეა ჩოფი, საბერძნეთის გარემოსა და ენერგეტიკის სამინისტროს გენერალური მდივანი მიჰეილ ვერიოპულოსი, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი ტემენუჟკა პეტკოვა და სხვ.

მრჩეველთა საბჭოს სხდომის დასასრულს ხელი მოეწერება დეკლარაციას.

„სამხრეთის გაზის დერეფნის" მრჩეველთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა შეხვდება თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ფატიჰ დონმეზს, „ბიპის" რეგიონალურ პრეზიდენტს გარი ჯონსს, ასევე მსხვილი აზერბაიჯანული ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელს პირებს.

"სამხრეთის გაზის კორიდორით" საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება უნდა მოხდეს. გაზსადენი მომავალში დაუკავშირდება ტრანსანატოლიურ (TANAP) და ტრანსადრიატიკულ (ТАР) გაზსადენებს, რომლის შედეგადაც შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი საბოლოოდ ევროპის ბაზარზე შევა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics