22:32 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 19:36:09, 1416 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულია - საპენსიო დანაზოგების ინვესტირება ყველაზე საიმედო ფასიან ქაღალდებში მოხდება

„საპენსიო ფონდის პრინციპების მიხედვით, საპენსიო დანაზოგების ინვესტირება ყველაზე საიმედო ფასიან ქაღალდებში მოხდება. ეს არის ფასიანი ქაღალდები, რომელთა საიმედოობა პრაქტიკულად არის სუვერენულ დონეზე“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ამ ფასიანი ქაღალდების გაუფასურების რისკი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია.

„ასეთი სისტემა, პრაქტიკულად, სხვაგან არ არსებობს. ბევრ ქვეყანაში სახელმწიფოს არ შეაქვს საპენსიო ფონდში დამატებით 2 პროცენტს და თანხას დაქირავებულს ახდევინებს. ჩვენ კიდევ უფრო წინ წავედით, მეტი ანგარიში გავუწიეთ ჩვენს მოსახლეობას და სახელმწიფოს შეაქვს კიდევ 2 პროცენტი ყველა მოსახლეზე. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან სასარგებლო რეფორმა", - განაცხადა გიორგი ქობულიამ და დასძინა, რომ დღეს მოსახლეობის თანხები არის სადეპოზიტო ანგარიშებზე, რომლის სარგებელიც ინფლაციაზე ბევრად მეტია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics