22:31 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 18:05:33, 1403 ნახვა

ეკონომიკა
ქობულია: საბორნე ხაზებისა და საკონტეინერო გადაზიდვების განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებისთვის

ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე ქვეყნის საექსპორტო და სატრანზიტო გადაზიდვების კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა როგორც სანავსადგურო ინფრასტრუქტურის გაფართოების პროგრამის გადახედვა/ფინალიზაციაზე (ანაკლია, ფოთი და ბათუმი), ასევე ხაზი გაუსვა შავ ზღვაზე პირდაპირი საბორნე და საკონტეინერო/ფიდერული გადაზიდვების სტრატეგიას და ამ მიზნით მოლაპარაკებების დაწყებას.

„საქართველოს მიმართულებით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვა ნაწილობრივ დამოკიდებულია სწორედ შავ ზღვაზე საბორნე ხაზებისა და საკონტეინერო/ფიდერული გადაზიდვების გამართულ და შეუფერხებელ მუშაობაზე. საქართველოს ნავსადგურებიდან შავი ზღვის სხვადასხვა ნავსადგურებში პირდაპირი საბორნე და საკონტეინერო/ფიდერული გადაზიდვები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში, რადგან ის პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის ამაღლებასთან და სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასთან" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ერთის მხრივ,  მიმდინარეობს მუშაობა საკონსულტაციო კომპანიებთან შავ ზღვაზე პირდაპირი საბორნე და საკონტეინერო/ფიდერული გადაზიდვების კვლევის მომზადების მიზნით, ხოლო, მეორე მხრივ, მიმდინარეობს უშუალო მუშაობა კომპანიებთან, რომლებსაც  დიდი გამოცდილება გააჩნიათ საბორნე და საკონტეინერო/ფიდერული გადაზიდვების მიმართულებით და შესაძლებელია მათი დაინტერესება შავ ზღვაზე დამატებითი სატრანსპორტო ხაზების დაწყების მიზნით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics